„ფასი გაზრდილია როგორ ხორბალზე, ისე ფქვილზე“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ ფქვილისა და პურის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასი გაიზარდა როგორც ხორბალზე, ისე ფქვილზე.

„გიდასტურებთ, რომ როგორც ხორბალზე, ისე ფქვილზე ფასი გაზრდილია. პურის ფასმა უკვე მოიმატა, შესაბამისად, ალ ეტაპზე, კიდევ მატება მოსალოდნელი არ არის. ახლა არის ახალი მოსავლის აღების პერიოდი. გარდა ამისა, ხორბალი და ფქვილი შემოდის, ამიტომ ჯერჯერობით მე დაგიდასტუროთ, რომ პურის გაძვირებას არ ველოდები. რაც შეეხება ფასების ცვლილებას, შემდეგია: თუ ადრე 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დაახლოებით, 75-76 ლარად იყიდებოდა,  დღეს 79 ლარი ღირს.  გარდა ამისა, რუსეთიდან შემოსული ფქვილის ფასიც ნელ-ნელა ზემოთ იწევს. რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს ეტყობა ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს,“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, სამომავლოდ რა ტენდენცია იქნება და რა ფასები, ამისი თქმა ამ ეტაპზე არავის შეუძლია.

მსგავსი თემები