უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის მიზანი ყველა ტერიტორიის რუსეთისგან გათავისუფლებაა. მისი თქმით, მიზნისკენ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ივლის.
„ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი ყველა ტერიტორია გავათავისუფლოთ. ყველა, მათ შორის – ყირიმი. ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა. ჩვენ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით“, – ამბობს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, ყირიმი 2014 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ არის ანექსირებული.