გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 პირი დააკავეს

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით, 25 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედროების ჯგუფი გეგმავდა პარლამენტის – რაიხსტაგის შენობაში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

სახელდება სავარაუდო ლიდერი, რომელიც 71 წლის კაცია. როგორც ამბობენ, შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger  წევრები, რომლებიც დიდი ხანია გერმანიის პოლიცია აკვირდებოდა ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო.

პირებს, რომლებიც გეგმავდნენ რესპუბლიკის დამხობას, სურდათ მისი შეცვლა 1871 წლის გერმანიის მოდელით – იმპერიით, რომელსაც მეორე რაიხი ერქვა.

მსგავსი თემები