,,უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით“- ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის. გერმანიის კანცლერის თქმით,  გერმანია უკრაინას არტილერიის აღმოსაჩენ რადარსაც გადასცემს.

„აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას. სხვა რაღაცებთან ერთად, უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით“, – განაცხადა შოლცმა.

 

მსგავსი თემები