,,ევროკომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, საქართველოსთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან”- Politico

,,ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი ომის შედეგად განადგურებულ უკრაინას,”- აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით,  ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.

ამასთან, მათივე ცნობით, ევროკომისრები მხარს უჭერენ მოლდოვას, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოს მიმართ.

„მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას,“- ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები