სკოლის მოსწავლის დაჭრისთვის დაკავებული პირი ბრალს არ აღიარებს

სკოლის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირი  ბრალს არ აღიარებს. საქმე ეხება, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

გამოძიების ცნობით, 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობები დაკავებულმა მიაყენა, თუმცა ბრალდებული თავს დამნაშავედ არ აღიარებს.

,,როგორც გამოძიება ამბობს, იგეგმება უახლოეს პერიოდში ბრალის წარდგენა. ამ ბავშვს არანაირი შეხება დანაშაულთან, დანასთან და სხეულის დაზიანებასთან არ ჰქონია. ჩვენი ვარაუდით ეს უნდა იყოს გარკვეული გაუგებრობა. მე მას ვესაუბრე, ვერ იგებს რისთვის არის დაკავებული და გაკვირვებულია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი გაირკვევა ძალიან მალე”,- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონფლიქტში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები