რუსეთში თანამდებობიდან ათავისუფლებენ მაღალი რანგის სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში წარუმატებლად მოქმედებდნენ

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში თანამდებობიდან ათავისუფლებენ მაღალი რანგის სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე არაეფექტურად მოქმედებდნენ. აღნიშნულ  ინფორმაციას  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

„გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც გვარდიის 1-ელ სატანკო არმიას მეთაურობდა, თანამდებობიდან გადააყენეს ხარკოვის ვერ აღების გამო. ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა, ასევე გადააყენეს თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც აპრილში კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა. გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, როგორც ჩანს, თანამდებობაზე რჩება, მაგრამ უცნობია, კვლავ ენდობა თუ არა მას პუტინი.

განტევებიც ვაცების ძებნისა და მიჩუმათების კულტურა ფართოდ არის გავრცელებული რუსეთის სამხედრო და უშიშროების სფეროში. არაერთი ოფიციალური პირი, რომლებსაც მიუძღვით ბრალი უკრაინაში შეჭრისთვის, სულ უფრო მეტად ეცდებიან, თავი აარიდონ პირად პასუხისმგებლობას რუსეთის ოპერატიულ წარუმატებლობებზე“, – ნათქვამიაგანცხადებაში.

მსგავსი თემები