,,ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის პოზიციას”- მელანი ჯოლი

ბრიუსელში, უკრაინაში მიმდინარე ომის განსახილველად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები იკრიბებიან. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადებით, ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით, ისინი აძლიერებენ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან.

“ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვახდენთ რუსეთის იზოლირებას პოლიტიკურად, დიპლომატიურად და ეკონომიკურად. ჩვენ ვთანამშრომლობთ სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენი საუბრები შეეხება ენერგეტიკის, საკვების უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან და ჩვენ ამას გავაგრძელებთ,” – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

მსგავსი თემები