რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს

რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს- აღნიშნულ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს,ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ზაიცევა ავრცელებს.

„ჩვენ არაერთხელ მოგვიწია  უარყოფა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე“, – განაცხადა ზაიცევმა.

მისი განცხადებით, რუსეთი მტკიცედ იცავს პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ატომურ ომში გამარჯვებული არ შეიძლება იყოს და ის არ უნდა იყოს გაჩაღებული.

„გასულ წელს სწორედ რუსეთმა შეძლო დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, შემდეგ კი მთელი ბირთვული ხუთეული, დაედასტურებინათ ამ პრინციპის ერთგულება“, – აღნიშნა ალექსეი ზაიცევმა.

მსგავსი თემები