ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკას ააშენებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს ფოსტა გამოსცემს მარკას; დაწესდება ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრეზიდენტის 80 წლის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები;

„საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას; განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა,რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები; ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსნოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები“, – განაცხადამამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის იუბილის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან. საუბრის დასასრული დაწერეთ შეტყობინება…

მსგავსი თემები