უკრაინაში 1222 ცხედარი აღმოაჩინეს

უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკე ყოველდღიურად ვლინდება. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა გარკვეული ტერიტორიები დატოვეს, 1222 ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა, ეს საბოლოო ციფრები არ არის.

„უკრაინის ყველა რეგიონში ჩადენილია ომის დანაშაული. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდო, 5600 დანაშაულის შემთხვევას იძიებს. დადგენილია 500-ზე მეტი ომის დამნაშავე“ – აცხადებს გენერალური პროკურორი.

 

მსგავსი თემები