რუსეთი „არამეგობარ ქვეყნებს“ პროდუქტებს არ მიჰყიდის

რუსეთს ისე გაუჭირდა, ქვეყნიდან პროდუქტების ექსპორტს კრძალავს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ „მეგობარ ქვეყნებს“ მიაწვდის.

„საბედნიეროდ, რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი სულაც არ არიან ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში. „სოფლის მეურნეობის პროდუქტების საფასურის გადახდას მეგობარი ქვეყნები შეძლებენ როგორც რუბლში, ასევე მათ ეროვნულ ვალუტაში“, – ასეთია მედვედევის გზავნილი.

შეგახსენებთ, რო „არამეგობარი ქვეყნებისთვის“ რუსეთთან ვაჭრობის სისტემა შეცვალა. მათ რუსულ ბანკებში უნდა გახსნან ანგარიში და მხოლოდ რუსული რუბლით ივაჭრონ.

 

მსგავსი თემები