„ევროპის კონტინენტის ბედი წყდება უკრაინის მიწაზე, უკრაინის ცასა და უკრაინის ზღვაში“ – ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტში  

„თავისუფლება უნდა იყოს აღჭურვილი უფრო მეტად იარაღით, ვიდრე ტირანია“ – უკრაინის პრეზიდენტი ამ წუთებში ნორვეგიის პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტი ნორვეგიას მადლობას უხდის დახმარებისთვის და მეტს ითხოვს, განსაკუთრებით კი შეიარაღებას.

„რუსეთი ანადგურებს დემოკრატიას, ის ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს. ეს აგრესია ჩვენს საზღვრებს სცდება. ევროპის კონტინენტის ბედი ახლა წყდება უკრაინის მიწაზე,  უკრაინის ცასა და უკრაინის ზღვაში. ჩვენს ერთად უნდა დავდგეთ, რომ გავაჩეროთ რუსული აგრესია. მადლობელი ვარ თქვენი, კონკრეტული დახმარებისთვის, როგორც შეიარაღების თვალსაზრისით, ისე სხვა მიმართულებით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის ტირანიის წინააღდეგ. რუსეთი ახალ ძალებს აგზავნის ჩვენს გასანადგურებლად. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ომის შესაჩერებლად. თავისუფლება უნდა იყოს აღჭურვილი უფრო მეტად იარაღით, ვიდრე ტირანია. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი“ – აცხადებს პრეზიდენტი

მსგავსი თემები