ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. შესაბამისად,  ე.წ. პრეზიდენტმა არაიიკ არუთუნიანმა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის “რესპუბლიკაში” საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ  აზერბაიჯანის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებმა დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის არმიას. აზერბაიჯანული მხარე კი  მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს შორის კონტაქტის ხაზის დარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ არ არსებობს სახელწოდება „მთიანი ყარაბაღი“.

 

მსგავსი თემები