სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხორცპროდუქტების საწარმო დალუქეს, სადაც გაუკვეველი წარმოების, საშიში პროდუქტის წარმოება ხდებოდა. ჰიგიენური პირობები კი, სადაც ძეხვეულობას აწარმოებდნენ, ვერანაირ ნორმებში ჯდებოდა. ანტისანიტარია და სიბინძურე – ასეთ პირობებში ხდებოდა წარმოება.
რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.