საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პუტინი უკრაინის პრეზიდენტობისთვის იანუკოვიჩს ამზადებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ქვეყნიდან სახელმწიფო ღალატის ბრალდებისთვის გააძევეს, მინსკში იმყოფება. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ის პირდაპირ კავშირზეა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან და სწორედ მისთვის აპირებს კრემლი უკრაინის „ჩაბარებას“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ რამდენიმე  საქმეა აღძრული. ის გასამართლებულია სამშობლოს ღალატისთვის და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 13 წლიანი პატიმრობა.

 

მსგავსი თემები