“ახლანდელ ვითარებას ომს ვერ დავარქმევდი, სიმართლე გითხრათ პუტინი მეცოდება”, – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში ხორცის საკეპ მანქანად გადაიქცევა.

“ახლა რაც ხდება ამას ომს ვერ დავარქმევდი, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – “ხორცსაკეპი”. საწყალ პუტინს ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, შემდეგ უკან იხევენ. სიმართლე, რომ ვთქვა მეცოდება, – განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი გარე ძალებზეა დამოკიდებული და ისინი მას მოლაპარაკებების უფლებას არ მისცემენ.

მსგავსი თემები