„ის, რაც ჩემს მიმართ ხდება, არის დაგეგმილი ინვალიდიზაციის მცდელობა“ – მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში, თბილისი საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, დაგეგმილია მისი ინვალიდიზაცია და მკვლელობა.

„ჩვენს წინაშეა არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და არა შიმშილით სიკვდილს შორის. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ბევრი არჩევანი. ჩემთვის ეს არის არჩევენი სამშობლოს დაკარგვასა და შიმშილით სიკვდილს შორის. ჩვენც გვაქვს არჩევანი კომფორტში ცხოვრების, მაგრამ მე მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი აქ.  ჩვენ ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ითხოვს სოციალურ შემწეობას. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ის არც ხდება ჩემს მიმართ ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის საუკეთესო სპეციალისტების დასკვნა“ – აცხადებს სააკაშვილი, რომელიც ამ წუთებში სიტყვით გამოდის.

მსგავსი თემები