საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

პენსიონერებისთვის არსებული პრობლემა, რომელიც საპენსიო სესხს ეხება, შესაძლოა შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია სამუშაო ჯგუფის შეფასება.

“დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ასევე, ზედა ზღვარი შემცირდა, რაც იყო ჩვენი გუნდის სურვილი და მათ შორის, ოპოზიციაც ამისთვის იღვწოდა. მოითხოვდნენ, რომ პროცენტი დაწეულიყო და არა პოპულისტური, არამედ ადეკვატური ყოფილიყო. პროცენტი დაახლოებით, 26 პროცენტის ფარგლებშია”- ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, პენსიონერებისთის ამოქმედდება ცხელი ხაზი და შეეძლებათ პენსიის სხვა ბანკში აღებაც.

“ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ, რომ უშუალოდ პენსიონერებისთვის ცალკე ცხელი ხაზი შეექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის სხვა ბანკში აღება, მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ. ეს იყო ხელშეკრულებაშიც და ეს პოპულიზმი ვერ მოიშორა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები