„მუნჯის ყრუსთან საუბარი“ – სერგეი ლავროვი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელისა დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, კრემლის საგარეო მინისტრმა კომენტარი ჩვეული რიტორიკით გააკეთა და კოლეგასთან საუბარს მუნჯისა და ყრუს  შეხვედრას შეადარა

„იმედგაცრუებული ვარ. მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის“ – ასეთია „დიპლომატი“ რუსი საგარეო მინისტრის შეფასება.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

„რუსეთი სხვა ქვეყნებს არ ემუქრება, ჩვენი მხრიდან მუქარა არსად გაჟღერებულა, პირიქით, აქეთ გვემუქრებიან“, – ასეთია კრემლის პოლიტიკა.

 

მსგავსი თემები