კოვიდით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10-14 წლის მოზარდებში დაფიქსირდა

„0-18 წლის მოზარდებში COVID 19-ის დადასტურებული ჯამური რაოდენობა 159 977, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს“- ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშზე დაყრდნობით, კოვიდით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10-14 წლის მოზარდებში (31%) და   5-9 წლის ბავშვებში (24%) გამოვლინდა.

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2020-2021 წლებში ბავშვებსა და მოზარდებში დადასტურებული შემთხვევების მზარდი ტენდენცია აღინიშნებოდა,  ვირუსის გავრცელების შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% ბიჭებში.

ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  COVID 19-ის ჯამური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთში 15.2%, აჭარაში 9.1%, კახეთი 7.5% ფიქსირდება.

 

მსგავსი თემები