32 წლის კაპრალი ქობულეთში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთში, 32 წლის კაპრალი, მევლუდ ბენდელიანი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. სნაიპერი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 13 წლის განმავლობაში მსახურობდა, რამდენინმე დღის წინ, სამსახრიდან დროზე ადრე დაბრუნდა. კაპრალი ქუთაისის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა

ჯარისკაცის ოჯახის თქმით, მევლუდი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი, ოჯახს თავდაპირველად უთხრა, რომ სამსახური დატოვა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მევლუდ ბენდელიანი ხელმძღვანელობას სამი დღით დაეთხოვა. ამის შემდეგ კაპრალი თურქეთში გადავიდა, იქიდან ქურთუკის გარეშე დაბრუნდა და სამ დღეში ის ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, პოლიციამ გარდაცვლილის ცოლი და მამა გამოკითხა.

მსგავსი თემები