პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა უკრაინის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო. განხილვის შედეგად რეზოლუციის პროექტი იმ სახით დარჩა, როგორც ინიცირებულია.

კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

 

მსგავსი თემები