263 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დღევანდელი მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572.

5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 278, აჭარაში – 776, იმერეთში – 1 122. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 048 პირი, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 142, იმერეთში – 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი,  მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 44, იმერეთში – 23. 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 179 – თბილისში, 594 – აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 1.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

მსგავსი თემები