სანატორიუმი “ქართლი” მორიგ დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ზურაბ ქირიას დაკრძალვისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. ჯერ-ჯერობით ხელისუფლება ისევ უმოქმედოა ამ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ჭერის ჩამონგრევისას ერთ-ერთი ქალბატონი სასწაულებრივად გადაურჩა მძიმე დაზიანებებს.
მაცხოვრებლები ფარტომასშტაბიან პროტესტს მომავალი კვირიდან აანონსებენ. მათი თქმით, უმოქმედობა უფროდაუფრო სავალალო შედეგებს მოიტანს. კორპუსი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ითხოვენ რადიკალური ზომების მიღებას.