იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში 939 ნიმუში აიღეს, საიდანაც 99 დადებითი პასუხი მიიღეს. აქედან, 60-მდე შემთხვევა ქუთაისს უკავშირდება. ახალი დაინფიცირებულები ძირითადად არსებული შემთხვევების კონტაქტებია. ამ ეტაპზე კოვიდ სასტუმროებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს, კლინიკებში კი 501.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იმერეთში 8 კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, დღეიდან კი როგორც საავადმყოფოების, ასევე კოვიდ სასტუმროების რაოდენობა იზრდება.

მსგავსი თემები