„გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება“ – სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მის გადაყვანას ითხოვს.

„დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით! გადაიყვანე“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას აქვეყნებს.

მსგავსი თემები