კათოლიკოს-პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.  

„დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს  გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დეკანოზმა მოინახულა.

მსგავსი თემები