ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი ადგილობრივის – იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტი სადავო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 188-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები