ნათელაშვილი ტრამპს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნასა და მასზე ბირთვული იარაღის განთავსებას სთხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დონალდ ტრამპს მიმართავს, გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რუსეთს, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაუპირისპირდეს, რადგან “გველეშაპს” ამ უკანასკნელის ეშინია.

„დღეს რუსებმა უნდა შეღობონ ჩვენი მამული დაუსჯელად და აქედან არაფერმა წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნას. ეს არის ივანიშვილს რეჟიმის ნაღვაწი, რომლის პრემიერიც დღეს გორში იმალება ვაშლის ბაღებში და გვითვლის, რომ არ ავღელდეთ. როდესაც მათ ძალაუფლებას ეხება საფრთხე ტყვიებს გვესვრიან და ბავშვებს თვალებს თხრიან. ჩვენ უახლოეს თვეებში უნდა დავამთავროთ ეს რეჟიმი და ამით დაიწყება საქართველოს დეოკუპაცია. მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპს გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი. დილიდან პრემიერი მედვედევი, გვემუქრება, ატომური სახელმწიფო ვართო, ბოდიში და ფეხებს ვერავინ მოგვჭამსო. ატომურ გველეშაპს უნდა დავუპირისპიროთ ატომური ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. სხვა გამოსავალი მსოფლიო პოლიტიკამ ვერ მონახა. ძალთა დაბალანსების მეორე მხრიდან სჭირდება იგივე ძალა. გმირები არ გვაკლია და სამშობლოს სიყვარული, მაგრამ რა უნდა გააკეთო ატომური რაკეტების მქონე გველეშაპთან. უნდა დაუპირისპირო ის, ვისიც მაგრად ეშინია და ეშინია შეერთებული შტატების“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები