ხელისუფლებამ “ნაციონალურ მოძრაობას” ფინანსური წყარო ვერ გადაუკეტა – დავით ლორთქიფანიძე

მმართველი პარტია ​“ქართული ოცნების” დეპუტატი წინა მოწვევის პარლამენტში, ვანის ყოფილი მაჟორიტარი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დღემდე ვერ გადაუკეტა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ფინანსური წყარო, რომელ რესურსსაც ისინი აქტიურად იყენებდნენ არჩევნებში და შედეგი მიიღო 28 ოქტომბრის არჩევნებში.

“გუშინ, ვანო მერაბიშვილმა მიულოცა გამარჯვება ვაშაძეს, დაფიქსირდა თუ ვანო ვის მხარეს იყო. აქამდე იყო საჯილდაო ქვა, ის თუ ვანო ვის მხარეს დადგებოდა. მე ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ, ისინი ერთნი არიან და ერთად გააგრძელებენ ამ ქვეყანაში მოსახლეობის დაბოლებას”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ დღეს “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხი აქვს გასაცემი ბევრ კითხვებზე, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულებზე და ამაზე პასუხი უნდა აგონ.

“ის რაც 26 მაისს დამართა ხელისუფლებამ ხალხს რუსთაველის გამზირზე, ასევე, 7 ნოემბერს, 6 მაისს და ა.შ. ამის მონაწილე ყველა ვიყავით. 26 მაისს ორი ადამიანი მოკლეს და მაღაზიის თავზე დააგდეს. სულიკო ასათიანის ოჯახი დღემდე ელოდება პასუხებს კითხვებზე მათი ოჯახის ტერორის გამო. ნაციონალების მაღალჩინოსანი პაატა ლეჟავა დადიოდა მათ ოჯახში და ემუქრებოდა, შეეწყვიტათ სამართლის აღდგენისთვის ბრძოლა. დღეს ამ ოჯახს აქვს პასუხები მისაღები, მათ მისცეს გამოძიება ჩვენება. ამ დღეებში აუცილებლად შევხვდები მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს და მინდა შევახსენო, რომ პროკურატურამ უნდა გამოკითხოს ლეჟავა, რომელიც კარგად გრძნობს თავს დღესაც”, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, მისი რაიონი, რომლიც მაჟორიტარი დეპუტატიც იყო წინა მოწვევის პარლამენტში, არჩევნების პირველ ტურშიც აქტიურად იყო ჩართული და მეორეშიც ჩაერთვება.

“ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს გაკეთებული ვანში, რომ ამის დაკარგვა არ შეიძლება. მეტი უნდა იყოს ჩართულობა და დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება. ამ ადამიანებთან არავინ მისულა და მათთვის გვერდში დადგომა არ უთხოვია “ოცნებას”. სამაგიეროდ, “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული ადამიანები ატარებდნენ აგიტაციას და დადგა ეს შედეგი. უფრო მეტს გავაკეთებ, რომ ეს შედეგი აღარ განმეორდეს და ქვეყანაში არ დაბრუნდნენ რეაქციული ძალები, რომლებიც არ მალავენ ამას და პირდაპირ ამბობენ, რომ შეიწყალებენ დამნაშავეებს, გამოიყვანენ მათ ციხიდან და შემდეგ ერთიანი ფრონტით შეუტევენ ხელისუფლებას”, – აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

მსგავსი თემები