ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ეს ქვეყანა ამას იმსახურებს – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის,  სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდგომი არჩევნები იქნება ნამდვილად ევროპული ყაიდის. ამგვარად უპასუხა მან პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„რამდენადაც ვიცი, ეს არის გამოძიებისა და პროკურატურის საქმე, რომელიც უთუოდ უნდა გამოიძიონ. იმედი მაქვს ქვეყანა გამოვა ერთმანეთის ბრალდებების რეჟიმიდან – აყალბებ, ვაყალბებაყალბებთ და ასე შემდეგ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ეს ქვეყანა ამის ღირსია და ამისთვის მზად არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ნორმალური ევროპული ყაიდის არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები