სპორტი, მარტო ქვეყნის სახელის საზღვარგარეთ გატანას არ ნიშნავს – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ქართველი სპორტსმენების წარჩინება მოსახლეობისთვის არის მაგალითი იმისა, რომ ამ კუთხით წარმატებაც შესაძლებელია და ჯანსაღი ცხოვრებაც.

მისივე თქმით, სპორტი მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საზღვარგარეთ ქვეყნის სახელის გასატანად, არამედ უშუალოდ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დასანერგად.

„პირველ რიგში, ჩემი ხედვა იყო, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ქვეყნის სახელის გატანისთვის და ასევე შიგნით მისი განვითარებისთვის. ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გახდეს, სპორტი აუცილებელია. თუ გვინდა, გავზარდოთ ჯანსაღი ახალგაზრდობა და განვითარების ყველა საშუალება მივცეთ. ამას უნდა სახსრები, რომლის მოძიებაშიც ვიქნები ჩართული, მაგრამ ასევე საჭიროა მხარდაჭერა კერძო ბიზნესიდან. ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ თანხების მოზიდვა, მაგრამ არამხოლოდ თანხებია აქ მნიშვნელოვანი, არამედ ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს და მაგალითად ვაჩვენოთ ჩვენი წარჩინებული სპორტსმენები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან ცნობილი. ისინი არიან წამყვანი ძალა, მაგალითი, რომელიც ჩვენს მოსახლეობის აჩვენებს, რომ ამ კუთხით შეიძლება წარმატებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები