„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი – ქართველი ხალხი” – დავით ჭიჭინაძე

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი – ქართველი ხალხი და აწი რას გაითვალისწინებს და რას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი თავი ამოწურა.

“ამის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად „ოცნებას“, თორემ „ბიუჯეტის ვირთხებს“, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ იმ მოპარულის დათმობა, რასაც ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში იპარავდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების და ქართველი ხალხის აზრი, შეფასება, კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია „ოცნებას“ არცერთ ენაზე არ ესმის, რადგან ინგლისურის მცოდნეებმა პარტია დატოვეს, ქართული კი მათ თავიდანვე არ ესმოდათ.

მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა. დასავლელმა პარტნიორებმა ვერდიქტი გამოუტანეს. ყველაზე დიდი სანქცია კი 2020 წელს ექნებათ, როდესაც საკუთარი მოსახლეობა უარს ეტყვის. იმიტომ, რომ მათი ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები