ქართველ ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთი, ანგარიშით 2:0 დაამარცხა

თბილისში, დინამოს სტადიონზე 9 სექტემბერს დაგეგმილი თამაშის წინ, სადაც ქართველი ფეხბურთელები ლატვიას ხვდებიან. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ყაზახეთი სტუმრად 2:0 დაამარცხა.

პირველი ბურთი მეტოქის კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. მეორე ბურთი კი საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა მალიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.

საქართველოსა და ყაზახეთთან ერთად ჯგუფში ლატვია და ანდორა არიან, რომლებიც ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს, „დინამოს“ სტადიონზე ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი თემები