უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პეტრო პოროშენკომ ახალ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელინსკის გამარჯვება მიულოცა.

„ ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ მივდივარ. ვრჩები პოლიტიკაში და უკრაინისათვის ვიბრძოლებ”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა კი 25.3%.

პოროშენკომ დამარცხება აღიარა და პრეზიდენტობა დათმო. ზელენსკიმ პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა.

მსგავსი თემები