სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში სავარაუდოდ, გახანგრძლივდება.
„საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების ალბათობა არსებობს და ეს ალბათობა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს და მისი ვადა 13 ივნისს იწურება. 9 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 13 675 ადამიანს დაუდასტურდა, 217 პაციენტი გარდაიცვალა, 4 451 კი გამოჯანმრთელდა.