საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნატო ჩხეიძის არჩევას გამოეხმაურა.
„ეს გამოიწვევს რყევებს ქართულ პოლიტიკაში და ველოდებით, რა იქნება ამ ყველაფრის ზუსტი შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.
ნიკა მაჭუტაძემ დღეს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებული შემადგენლობა წარმოადგინა. მისი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე გახდა.