მსოფლიო პანდემიის პირობებში, დიდი ბრიტანეთი ნარკოტიკების კონტრაბანდის პანდემიის წინაშეც დადგა. ამჯერად, ბოროტმოქმედები ნარკოტიკებს სამედიცინო ინვენტარად ასაღებდნენ.
ბოლო შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა, როცა 200 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო ინვენტარის ნაცვლად, ნარკოტიკები აღმოაჩინეს.
„ამოღებულია მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი, რომელიც მომხმარებელმა სამედიცინო პირბადის ნიშნით შეუკვეთა. კიდევ 2 პირი დააკავა ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ, რომლებიც მსგავს საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და „კორონავირუსის“ ტექსტების შეფუთვით გადაჰქონდათ ნარკოტიკები“ – განაცხადეს დიდ ბრიტანეთში და საზღვრის კონტროლის უფრო მეტად გაძლიერება დააანონსეს.