რაულ ხაჯიმბა მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი

რაულ ხაჯიმბა მზადაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი.

„კანონის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობას სამი თვის განმავლობაში კვლავ ხაჯიმბა შეასრულებს.

ხაჯიმბას გადადგომა, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეების ითხოვენ, ქვეყანაში პრობლემებს ვერ გადაჭრის. აუცილებლია კომპრომისი“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა.

ვიტალი გაბნიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულია რუსეთიც.

10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები