პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს

პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს. როგორც პარტიის თავმჯდომარე და ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის, „ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა კაციტაძე განმარტავს, ისინი „ლელოს“ უერთდებიან, „ახალი მემარჯვენეები“ კი არსებობას კანონის მოთხოვნების შესაბამისად შეწყვეტს.

„ჩვენ პიროვნულად ვართ დღევანდელი დღის დამფუძნებლები, რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ახლა საჭიროა, გარკვეული სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც დროსა და გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. კანონის შესაბამისად მივიყვანთ ამ გადაწყვეტილებას შესაბამის წერტილამდე სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, დღეს არ არის გათითოკაცების დრო, არ არის საკუთარი თავის, თუ პოლიტიკური ორგანიზაციის გადარჩენის დრო. დღეს არის ქვეყნის გადარაჩენაზე ზრუნვა საჭირო“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ფუძნდება. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება. პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები

მსგავსი თემები