ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

  •  

პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ექიმების განცხადებით, პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი ღამის განმავლობაში მას მედიკამენტური ჩარევა არ დასჭირვებია.

“პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი”, – აღნიშნა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

მსგავსი თემები