„ოპოზიციის კანდიდატის შანსი თითქმის ნულოვანია“ – შალვა შავგულიძე

 

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ მთავარი პროკურორი მმართველი გუნდის კანდიდატი იქნება.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს მთავარ პროკურორად ნულოვანი შანსი აქვს.

„ვინაიდან, ხელისუფლებას შეექმნა ის კომფორტი, რომ საზოგადოების ფართო მხარდაჭერილი კანდიდატი არ არის წარდგენილი, ოპოზიციის კანდიდატის შანსი ნულოვანია. მადლობას ვუხდი იმ ოპოზიციურ ძალას „ევროპულ საქართველოს“, ვინც მე ნდობა გამომიცახა და წარმადგინა  და არ დამიწყია ზედმეტი პრანჭვა, თანხმობა განვაცხადე.  ეს საქმე გასაკეთებელია. პრობლემა ის არის, რომ არ არის წარდგენილი რეალურა ძლიერი მხარდაჭერის მქონე სხვა კანდიდატები და ჩემი კანდიდატურაც რეალურად, ერთი პოლიტიკური ძალის მიერაა მხარდაჭერული. ასეთ შემთხვევაში, ხელსუფლებას შეექმნა აბსოლოტური კომპორტი. რომ ადვილად თქვას უარი სხვის მიერ წარდგენილ კანდიდატზე და მისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ „მთავარში“

მსგავსი თემები