“მოვითხოვ ყველა ექსპერტიზა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს” – ადვოკატი


​აშშ-სა
და საქართველოს მოქალაქეების, ​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი უნდობლობას უცხადებს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და მოითხოვს ყველა ექსპერტისა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს.  ადვოკატი აშშ-ს ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან შეხვედრა სურს.

​როგორც დავით გირგვლიანმა დღეს, მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის დებატებში გამოიწვიოს საქმის პროკურორი და გამოძიებასთან დაკავშირებით ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები გააკეთოს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის მოწმეები გავხდით. ქართულ გამოძიებას თავად ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან და ეს დაადასტურა ხორავას ქუჩის საქმემ. საიდან აღმოჩნდა ის ორი უცნობი ადამიანი ხადას ხეობაში, სად წავიდა ის შავი ავტომობილი, რომლის შესახებაც საუბრობს მკვლელობაში ბრალდებული კობაური. ამის გამოსაძიებლად არაფერი გააკეთდა“, – აცხადევს ადვოკატი დავით გირგვლიანი.

მსგავსი თემები