მეფე ერეკლე II-ის მეუღლის “საჩინო” – ში, არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა

მეფე ერეკლე II-ის  მეუღლის – დარეჯან დედოფლის  სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის დროს, ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად  გავლებულ ღრმა ჭრილში, არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა.  კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით,  სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა. 

“დაკორექტირებული პროექტის მიხედვით, სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი,”- განაცხადეს მერიაში.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის  2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის ბოლოს იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს. 

მსგავსი თემები