„ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში“ – გიორგი გახარია რურუაზე  

„ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, საბოლოო ვერდიქტი ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, მერე ვისაუბროთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები