“კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით” – მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე

“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე “იპსოსა“ და “CRRC”-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აფასებს. მისი განცხადებით, კვლევები აცდენილია რეალობას.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი დარტყმის მთავარ ობიექტია და მასზე ისტერიული შეტევა ხორციელდება.

“ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილზე ხდება ისტერიული პიარ შტურმი, ისტერიული პიარ შტურმი ქვია ამას, რასაც ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები იმიტომ, რომ ქველმოქმედებაზეც კი, რომლის შესახებ ყველამ იცის და ამაზე არავინ დავობს, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ. კაცმა ისტორია შეცვალა პოზიტიური მიმართულებით და 2012 წელს რას გადავრჩით მთელი ქვეყანა ესეც ვფიქრობ არ არის საკამათო ,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

ტეპუტატის განხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიის გარანტიაა.

“დემოკრატიის გარანტია არის ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილი, პროგრესის გარანტიაა , დემოკრატიის გარანტია და იმის გარანტიაა , რომ ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარასდროს მოახერხებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს . შეიძლება დიდი სურვილი ქონდეს მომავალში , რომელიღაც პოლიტიკურ ძალას თუ პოლიტიკოსს , მაგრამ ამას ვეღარ მოახერხებენ იმდენად მყარდება ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიული საწყისები და დემოკრატიული ინსტიტუტები,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები