იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პიემონტის რეგიონის გუბერნატორს, ალბერტო ჩირიოს კორონავირუსი დაუდგინდა.
აღსანიშნავია, რომ ალბერტო ჩირიო გასულ კვირას პრემიერ-მინისტრის ოფისში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაზე მსჯელობდნენ.
„მე კორონავირუსი დამიდგინდა. გასულ ოთხშაბათს რომში, პრემიერ-მინისტის ოფისში ვიმყოფებოდი, სადაც ვესწრებოდი შეხვედრას, რომელზეც იტალიის რეგიონებისთვის კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლის გეგმა განიხილებოდა“, – განაცხადა პიემონტის რეგიონის გუბერნატორმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსი ლაციოს ხელმძღვანელს, „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერ ნიკოლა ზინგარეტის დაუდგინდა.