თბილისის პარკებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოფა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, შესაბამის სამსახურებს დაავალა, დედაქალაქის ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული, კეთილმოწყობილი ადგილები გამოიყოს, რადგან პარკებში გარევაჭრობის საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გარემოვაჭრეები არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ და მათ მიმართ თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები