დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 საბავშვო ბაღი აშენდება

საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას. დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ასევე დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები.

„ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, რათა მომავალ წლებში, მიღებული გამოცდილებით გავაფართოოთ ჩვენი აქტივობები. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა წარმატებით დასრულდება და მიღებული გამოცდილება იქნება საფუძველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამები ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იყოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

10 მილიონიანი საგრანტო პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას ისახავს მიზნად, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა.

მსგავსი თემები